გადაწყვეტილება დასაქმებულის გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე
2017-03-02
წარმოგიდგენთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებას საქმეზე 2ბ/6113-15 (2016-07-14). გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში (გასაჩივრდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სადაც საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი).

გადაწყვეტილებაში მოცემული დავის საგანს წარმოადგენდა ბრძანების და ოქმის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. დასაქმებული ითხოვდა გათავისუფლების ბრძანების და ოქმის ბათილად ცნობას, სამუშაოზე აღდგენას და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. პირველი ინსტანციის სასამართლომ ბათილად ცნო გათავისუფლების ბრძანება და დამსაქმებელს დააკისრა კომპენსაციის გადახდა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ ანალოგიურად ბათილად ცნო გათავისუფლების ბრძანება, თუმცა კომპენსაციის გადახდის ნაცვლად, დამსაქმებელს დააკისრა დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენა. სასამართლოს შეფასებით სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლიანობის შეფასების დროს "პასუხი უნდა გაეცეს შეკითხვას - არის თუ არა გათავისუფლება დარღვევის (გადაცდომის) ადეკვატური?"

გადაწყვეტილებაში არსებითად განხილულია შემდეგი თემები:
☛ შრომითი ვალდებულებების უხეში დარღვევა;
☛ შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძვლები;
☛ შრომის ანაზღაურება იძულებითი მოცდენის დროს;
☛ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
☛ ისტორიული განმარტების მეთოდი.
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია