განცხადება სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით
2015-11-30
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2015 წლის 20 ნოემბრის განჩინებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა ლევან ყარამანიშვილის, გიორგი ყარამანიშვილის, შპს ,,ტელეკომპანია საქართველოს“ და შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2“-ის საჩივარი, რომლის მიხედვით შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 აგვისტოს განჩინება, რომლითაც ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული ქიბარ ხალვაშისა და შპს ,,პანორამა“-ს საჩივარი სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

ამავე განჩინებით, ქიბარ ხალვაშის და შპს ,,პანორამა“-ს საჩივარი შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ ლოგოს გამოყენების აკრძალვის შესახებ არ დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 აგვისტოს განჩინება.

აგრეთვე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2015 წლის 27 ნოემბრის განჩინებით დააკმაყოფილა ლევან ყარამანიშვილის, გიორგი ყარამანიშვილის, ნინო ნიჟარაძის, ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიას, შპს ,,ტელეკომპანია საქართველოს” და შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ საჩივარი, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინება შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის დროებით მმართველად რევაზ საყევარიშვილის დანიშვნის თობაზე.

ხოლო დავით დვალის საჩივარი, 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნით, მისი დროებით მმართველად დანიშვნის გაუქმების თობაზე არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 12 ნოემბრის განჩინება.
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია