ვებ-გვერდის iOS აპლიკაცია
2015-11-09
თბილისის სააპელაციო სასამართლომ შექმნა ოფიციალური ვებ-გვერდის iOS აპლიკაცია Apple-ის პროდუქციის მომხმარებლებისათვის. თქვენ შეგიძლია გადმოიწეროთ ჩვენი აპლიკაცია თქვენი მობილური ტელეფონის ან პლანშეტის Apple Store-იდან (საძიებო ველში ჩაწერეთ Tbilisi Court of Appeals).

წარმოდგენილი აპლიკაციის მეშვეობით შეძლებთ გაეცნოთ სასამართლო სიახლეებს, პროცესების განრიგს (სხდომის სტატუსით დროის რეალურ რეჟიმში) და სხვა სასარგებლო ინფორმაციას. თბილისის სააპელაციო სასამართლო განაგრძობს პროგრამის ახალი ინფორმაციით გამდიდრებაზე მუშაობას.

ამასთან, გაცნობებთ, რომ განახლდა ჩვენი ვებ-გვერდის Android და მობილური აპლიკაციები.

თბილისის სააპელაციო სასამართლო აგრძელებს ნოვაციებზე მუშაობას, რადგან გვჯერა, რომ მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესება სასამართლო ადმინისტრირების ერთ-ერთი უმთავრესი მისიაა.
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია