თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადება
2015-06-22
უკანასკნელ პერიოდში ე.წ. კაბელების საქმის განმხილველი მოსამართლის მიმართ მედია საშუალებებით სისტემატურად და მიზანმიმართულად ვრცელდება უსაფუძვლო ბრალდებების შემცველი და მოსამართლის საქმიანობის დისკრედიტაციისკენ მიმართული ინფორმაცია.

მედია საშუალებებით გავრცელებული სიუჟეტები და კომენტარები ტოვებს განცდას, რომ შესაძლებელია ადგილია ჰქონდეს სასამართლოსა და მოსამართლის საქმიანობაში უხეში ჩარევისა და ამ საქმიანობაზე დაუშვებელი ზეწოლის მცდელობას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონსტიტუცია და არაერთი შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო აქტი ავალდებულებს ყველას პატივი სცეს სასამართლოსა და მოსამართლის მაღალ სტატუსს და განსაკუთრებულ მნიშვნელობას სამართლებრივ და დემოკრატიულ საზოგადოებაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლო მოუწოდებს ყველა მხარეს თავი შეიკავოს სასამართლოსა და მოსამართლის მიმართ დაუსაბუთებელი, ხშირად არაეთიკური, ბრალდებების გავრცელებისა და მიზანმიმართული, ცილისმწამებლური კამპანიის წარმოებისაგან.
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია