გირაოს გადახდისათვის დაწესებული ვადის დარღვევა
2015-04-02
"დადგენილ ვადაში გირაოს თანხის გადაუხდელობის ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, აღკვეთის ღონისძიების დამძიმების შესახებ სასამართლოში შუამდგომლობის აღძვრამდე პროკურორი ვალდებულია გამოარკვიოს გარემოებები, თუ რამ გამოიწვია გირაოს თანხის გადაუხდელობა, სახეზეა გირაოს თანხის წინასაწარგანზრახული, შეგნებული არგადახადა, თუ ადგილი აქვს ობიექტურ მიზეზთა გამო გადახდის შეუძლებლობას. იგივე საკითხები უნდა შეაფასოს მოსამართლემ გიაროს გადაუხდელობის გამო აღკვეთის ღონისძიების დამძიმების შესახებ პროკურორის შუამდგომლობის განხილვა-გადაწყვეტისას. წინააღმდეგ შემთხვევაში გიაროს გამოყენება შეიძენს ფორმალურ ხასიათს და რეალურად სახეზე გვექნება გირაოს ფორმალური გამოყენებით ე. წ. „შეფარული პატიმრობის“ მიზნის მიღწევა, ანუ გირაოს იმ ოდენობით გამოყენება, რომელსაც ვერ გადაიხდის ბრალდებული და შეაფრულად იქნება მიღწეული მის მიმართ პატიმრობის გამოყენების მიზანი გირაოს გადაუხდელობის გამო."

სამართლის ელექტრონულ ბიბლიოთეკას დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის ომარ ჯორბენაძის 2015 წლის 8 იანვრის განჩინება 1გ/19.
განჩინებაში განხილული თემებია:
• გირაო
• ქონებაზე ყადაღის დადება.
განჩინებაში განმარტებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 200-ე მუხლი (გირაო).
ბმულები
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია