ჩხრეკისა და ამოღების ჩასატარებლად დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი
2015-02-17
,,სისხლის სამართლის საქმეზე ჩხრეკისა და ამოღების ჩასატარებლად დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი იდენტური არ არის. იმისათვის, რომ ამოღების ჩასატარებლად საკმარისი დასაბუთებული ვარაუდი იყოს სახეზე, უნდა არსებობდეს ინფორმაცია ამოსაღები ობიექტის ამა თუ იმ ადგილზე, ამა თუ იმ პირთან არსებობის შესახებ და იმავდროულად მის დასაძებნად დამატებითი ძალისხმევა არ უნდა იყოს საჭირო. აღნიშნულისგან განსხვავებით, ჩხრეკის ჩატარება შედარებით განსხვავებულ სტანდარტს უწესებს შუამდგომლობის აღმძვრელ მხარეს და გულისხმობს არა მარტო იმ ინფორმაციის მიწოდებას, რომ ამოსაღები ობიექტი იმყოფება გარკვეულ ადგილზე, გარკვეულ პირთან, არამედ იმის მითითებასაც, რომ მის აღმოსაჩენად საჭიროა ძებნა, რაც გამყარებული უნდა იყოს შუამდგომლობაზე თანდართული დოკუმენტებით. ამოღებისაგან განსხვავებით, ჩხრეკა უფრო მეტად ზღუდავს კერძო საკუთრებას, მფლობელობას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. ამიტომ, მოსამართლე ერთნაირი საზომით ვერ მიუდგება ჩხრეკისა და ამოღების შუამდგომლობათა გადაწყვეტას. ".

სამართლის ელექტრონულ ბიბლიოთეკას დამეტა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის გელა ბადრიაშვილის 2015 წლის 11 თებერვლის განჩინება.

განჩინებაში განმარტებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 119-ე მუხლი (ამოღებისა და ჩხრეკის მიზანი და საფუძველი).
ბმულები
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია