წინარე ხელშეკრულება
2014-12-30
„განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შორის 2012 წლის 8 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ნ. ლ-სათვის გადაცემული 35 000 აშშ დოლარი, წარმოადგენს ავანსს, წინასწარ გადახდას, ანუ ისეთ გადახდას, რომელიც ხორციელდება ვალდებულების შესრულების სახით მანამ, სანამ მეორე მხარე შეასრულებდა შემხვედრ ვალდებულებას. საყურადღებოა, რომ თავად მხარეებიც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას მოიხსენიებენ ავანსად“.
სამართლის ელექტრონულ ბიბლიოთეკას დაემატა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება: 2ბ/339-14;

გადაწყვეტილებაში განხილული თემებია:

1. წინასახელშეკრულებო ურთიერთობები;
2. წინარე ხელშეკრულება;
3. წინარე ხელშეკრულების ფორმა;
4. ბე (მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება);
5. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოვალეობა (რესტიტუცია);

გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ნორმებია:

1. სამოქალაქო კოდექსი მუხლი 352. ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგები;
2. სამოქალაქო კოდექსი - მუხლი 421. ცნება;
3. სამოქალაქო კოდექსი - მუხლი 323. უძრავი ნივთის გასხვისების წესი;
4. სამოქალაქო კოდექსი - მუხლი 183. უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა გარიგების საფუძველზე;
5. სამოქალაქო კოდექსი მუხლი 68. ფორმის მნიშვნელობა გარიგების ნამდვილობისათვის;
6. სამოქალაქო კოდექსი - მუხლი 327. შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე;
მიმაგრებული ფაილები
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია