ტრეინინგი სააპელაციო სასამართლოში
2014-12-22
თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სასამართლოსა და ორგანიზაცია „ვიმეგობროთ“ ინიციატივით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო და მცირემხედველ მოქალაქეებთან ურთიერთობის ეტიკეტისა და დახმარების წესების შესახებ ტრეინინგი გაიმართა.

ტრეინინგის ფარგლებში, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გია ჯვარშეიშვილმა სააპელაციო სასამართლოს მანდატურებსა და სხვა თანამშრომლებს გააცნო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, უსინათლო და მცირემხედველ მოქალაქეებთან ურთიერთობის პირველადი წესები, თუ როგორ უნდა მოხდეს აღნიშნული ადამიანებისათვის საჭიროების შემთხვევაში ჯეროვანი და ზუსტი დახმარების გაწევა.

როგორც ტრეინინგის დასაწყისშივე იქნა აღნიშნული, წესების ზედმიწევნით კარგად ცოდნა მნიშვნელოვანი, იმისათვის რათა მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, უსინათლო ან მცირემხედველ მოქალაქეებთან ურთიერთობისას მათი უნებლიე დაზიანების თავიდან აცილება.

ტრეინინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ, გადაადგილებისათვის საჭირო იმ საშუალებებს რომელსაც უსინათლო ან მცირე მხედველობის მქონე მოქალაქეები იყენებენ, სცადეს ბრაილის შრიფტის დაწერილი წიგნების გაცნობა, თუმცა ყველაზე საინტერესო მონაწილეთათვის უსინათლოთა სიმულატორის საკუთარ თავზე მორგება აღმოჩნდა.
ტრეინინგის პრაქტიკულ ნაწილში მონაწილეებმა, უსინათლოთა სიმულატორები მოირგეს, სიმულატორის მეშვეობით მათ სრულად შეეზღუდათ მხედველობა სწორედ ამიტომ ყველაზე ნათლად შეძლეს, იმ დაბრკოლების და წინააღმდეგობის შეგრძნება, რომელსაც უსინათლოები ყოველდღიურობაში ხვდებიან.

თბილისის სააპელაციო სასამართლო, მეორე უწყებაა, რომელმაც მსგავსი ტიპის ტრეინინგის ჩატარების თხოვნით ორგანიზაცია „ვიმეგობროთ“-ს მიმართა, ჩვენ მიგვაჩნია და ღრმად ვართ დარწმუნებულნი, სრულყოფილი და ხელმისაწვდომი გარემო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი მოქალაქისათვის. სააპელაციო სასამართლო უახლოეს მომავალში გეგმავს მრავალ ცვლილებას, უსინათლო, მცირემხედველ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეთათვის.

თბილისის სააპელაციო სასამართლო უხდის უდიდეს მადლობას ორგანიზაცია „ვიმეგობროთ“-ს ხელმძღვანელს გია ჯვარშეიშვილს ტრეინინგის უსასყიდლოდ ორგანიზებისთვის, სააპელაციო სასამართლო იმედს გამოთქვამს, რომ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა აქტიურ და მჭიდრო ხასიათს შეიძენს.
ფოტო
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია