გირაო, როგორც პრევენციული ღონისძიება ბრალდებულის მიმალვის თავიდან ასაცილებლად
2014-12-10
,,ერთი და იგივე დავის არსებობის შემთხვევაშიც კი, მოქმედი სისხლის და სამოქალაქო საპროცესო ნორმების შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მიღებული გადაწყვეტილება ვერ იქნება მიჩნეული პრეიუდიციად (გამოკვლევის გარეშე მტკიცებულების ძალის მქონე დოკუმენტურ მტკიცებულებად) სისხლის სამართლის საქმეზე და პირიქით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენი არ ათავისუფლებს პირს მტკიცებულებების წარდგენისგან სამოქალაქო დავის დროს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი შეიძლება საფუძვლად დაედოს მხოლოდ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ გამარტივებულ წარმოებას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30916-30921მუხლები)".


წარმოგიდგენთ სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 5 დეკემბრის განჩინებას საქმეზე ‪#‎1გ‬/1234.
თემები:
● გირაოს, როგორც აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნები და საფუძველი
● სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, როგორც პრეიუდიცია
● თაღლითობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ
განმარტებები:

● სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლი (პრეიუდიცია)
● სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 200-ე მუხლი (გირაო)
მიმაგრებული ფაილები
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია