,ლიდერთა სკოლის' მოსწავლეები სტუმრად სასამართლოში
2014-10-24
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ,,ლიდერთა სახლის“ მოსწავლეებს უმასპინძლა.
სასამართლო ტურის ფარგლებში მსმენელთათვის პრეზენტაცია გამართა მოსამართლის თანაშემწე ლიკა ჭიღლაძემ, მოსწავლეებმა აგრეთვე განიხილეს რამდენიმე კაზუსი და იმსჯელეს. რის შემდეგაც, ისინი შეხვდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლესა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს ქალბატონ თამარ ალანიას. ტურის ბოლოს კი დაათვალიერეს სასამართლოს შენობა.

მსგავსი სახის საგანმანათლებლო ღონისძიებები თბილისის სააპელაციო სასამართლოში მომავალშიც იგეგმება. მსურველებს (დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებსა და იურიდიული ფაკულეტეტის სტუდენტებს) შეუძლიათ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ვებ-გვერდზე სასამართლო ტურის კატეგორიაში გაიარონ რეგისტრაცია და მათთვის სასურველ დღეს, სასამართლო ტურის ფარგლებში, ეწვივნონ თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
ფოტო
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია