სტუდენტთა იმიტირებული პროცესი სააპელაციო სასამართლოში
2014-07-07
თბილისის სააპელაციო სასამართლოში განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში, ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის იმიტირებული სასამართლო პროცესების ოლიმპიადა შედგა.

ოლიმპიადის ფარგლებში სტუდენტური ჯგუფები ერთმანეთს კაზუსების ამოხსნაში და სამართლებრივი ცოდნის დემონსტრირებაში ეჯიბრებოდნენ. სტუდენტთა მომზადებაზე მწვრთნელები ზრუნავდნენ, რომლებიც სტუდენტებს წარმატებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს უნვითარებდნენ.

თბილისის სააპელაციო სასამართლო, განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს სასწავლო დაწესებულებებთან სტუდენტების განათლების ხელშეწყობის კუთხით. სასამართლო მიესალმება ყველა ამგვარ საინტერესო პროექტს და მზადაა აქტიურად ჩაერთოს მსგავს წამოწყებებში.
ფოტო
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია