წიგნების პრეზენტაცია სააპელაციო სასამართლოში
2014-04-11
თბილისის სააპელაციო სასამართლომ და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ) სააპელაციო სასამართლოში წიგნების პრეზენტაცია გამართეს.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ორი წიგნი:"მოსამართლეების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სასამართლოში" (ავტორები: შტეფან შმიდტი და ჰარალდ რიჰტერი) და "სამოქალაქო სამართლებრივი ნორმების განმარტებები უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში" (ავტორი: ალეკო ნაჭყებია).

შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა სააპელაციო სასამართლოს თავჯდომარემ ვალერი ცერცვაძემ, მან ყურადღება გაამახვილა წიგნების მნიშვნელობაზე, რომლებიც მისი აზრით, ხელს შეუწყობს მოსამართლეთა საქმიანობის გამარტივებასა და პრაქტიკის გამდიდრებას. თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა უცხოელი კოლეგების მხრიდან გამოცდილების გაზიარების აუცილებლობაზე.

საზოგადოებას ასევე მიმართა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის(GIZ) მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში იანს დეპემ. მან, მადლლობა გადაუხადა წიგნის ავტორებს გაწეული საქმიანობისათვის და იმედი გამოთქვა, რომ გამოქვეყნებული ლიტერატურა ხელს შეუწყობს მოსამართლეთა საქმიანობასა და მათი შრომის შემსუბუქებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლო და გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოება აქტიური თანამშრომლობის რეჟიმში იმყოფებიან, GIZ-ის მხარდაჭერით სააპელაციო სასამართოში არაერთი პროექტი ხორციელდება.
ფოტო
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია