შეხვედრა ამერიკის საელჩოში
2014-02-21
თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, ბატონი ვალერი ცერცვაძე, ამერიკის ელჩის რიჩარ ნოლანდის მიწვევით, მინესოტას შტატის ფედერალურ მოსამართლე ჯონ ტუნჰეიმს შეხვდა.

შეხვედრას, რომელიც ამერიკის საელჩოს ინიციატივით გაიმართა, ესწრებოდნენ საქართველოს საკონსტიტუციო, უზენაესი, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეები და მოსამართლეები, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ქართული მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე რეფორმასა და ამ რეფორმის გამოწვევებზე. აღნიშნა ამ პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც პარტნიორი სახელმწიფოს მხარდაჭერისა და კონტრიბუციის მნიშვნელობა.
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია