თანამდებობა: მოსამართლე
სახელი გვარი : მაია ივანიძე
ბიოგრაფია
დაიბადა 1967 წლის 14 თებერვალს, ქ. თბილისში.

1984 წელს დაამთავრა თბილისის #164 საშუალო სკოლა.
1987 წელს ჩაირიცხა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სტუდენტობის პერიოდში იყო იურიდული ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრი. სისხლის სამართლის კათედრის სტუდენტთა სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი, მისივე ორგანიზატორობითა და მონაწილეობით ჩატარდა არაერთი სამეცნიერო-სტუდენტური კონფერენცია. ამავე პერიოდში სტაჟირება გაიარა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
1990 წლიდან (ჯერ კიდევ სტუდენტმა) მუშაობა დაიწყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის კათედრაზე.
1992 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იყო ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტი.
1995 წლიდან მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის კათედრაზე უფროს მასწავლებლად. შემდეგ დოცენტად. იყო ამავე ფაკულტეტის სწავლული მდივანი.
1999 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „რელიგიური დანაშაული“.
2000 წელს სტაჟირება გაიარა ადამიანის უფლებათა ევროპულ სამართალზე ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში.
2003 -2005 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე.
2005 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე.
2005-2011 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის მიმართულების ასოცირებული პროფესორი.
2011 წლიდან დღემდე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის მიმართულების პროფესორი.

მაია ივანიძე არის არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი და სახელმძღვანელოს თანაავტორი. (,,სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი“ სახელმძღვანელო თსუ, 2007წ ,,არასრულწლოვანთა სასჯელისა და აღმზრდელობითი ხასიათის იძულებითი ღონისძიებების შეფარდების პრობლემები“, მერიდიანი 2011წ; ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში, „ივერიონი“, 2013 წელი).
იგი წლების განმავლობაში მონაწილეობას ღებულობდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში.
2013 წელს იგი იყო მომხსენებელი ქართულ-გერმანულ საერთაშორისო კონფერენციაზე ლიბერალიზაციის ტენდენციები ქართულ სისხლის სამართლაში- თემაზე: ,,ალტერნატიული სასჯელები’’- (შედარებითი ანალიზი).
ამავე წელს მონაწილეობდა საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკულ კონფერენციაზე ყაზახეთში-თემაზე ,,სამართალწარმოების ეფექტურობის ზრდა’’.
ასევე იყო ორგანიზატორი პრაქტიკოს და თეორიტიკოს იურისტთა მონაწილეობით გამართული არაერთი კონფერენციისა: ,,შეჯიბრობითობის პრინციპი სისხლის სამართლის პროცესში’’; ,,სტუდენტთა თვალით დანახული ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი’’; ,,არასრულწლოვანთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავისებურებანი’’,,,მოსამართლის როლი არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციაში’’;

ჰყავს ერთი ქალიშვილი.
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია