თბილისის სააპელაციო სასამართლო
თბილისის სააპელაციო სასამართლოში სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა
2017-10-03
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სტაჟირების კომისია აცხადებს კონკურსს სტაჟიორების მიღებაზე.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად, განაცხადების გადარჩევის და გასაუბრების ფორმით.

კონკურსს ჩაატარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სტაჟირების კომისია. სააპლიკაციო ფორმის წარმოდგენა შესაძლებელია 2017 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით.

სტაჟირების ვადა განისაზღვრება 6 თვით. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

დღეის მდგომარეობით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმიანობს სასამართლოს 42 ყოფილი სტაჟიორი, ხოლო 9 დანიშნულია მოსამართლედ სხვადასხვა ინსტანციის საერთო სასამართლოებში.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.hr.gov.ge "ვაკანსიების ძებნის" გვერდზე, ველში "დამსაქმებელი", მიუთითეთ „თბილისის სააპელაციო სასამართლო“.
ბმულები

© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია