განჩინება დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ
2017-03-16
წარმოგიდგენთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებას საქმეზე 2ბ/4372-16 (2016-11-25). განჩინება არ გასაჩივრდა და შესულია კანონიერ ძალაში.

მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება. სასამართლომ განმარტა, რომ სამუშაოდან გათავისუფლების მართლზომიერების შემოწმება შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად. დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია დამსაქმებლის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებებით კეთილსინდისიერად სარგებლობა. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომის სამართალში მოქმედ Ultima Ratio - ს პრინციპის დაცვას, რომლის თანახმადაც, დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ ვერ იქნა დადასტურებული მოსარჩელის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი და შესაბამსიად, დაასკვნა, რომ არ არსებობდა მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

განჩინებაში არსებითად განხილულია შემდეგი თემები:
☛ სამსახურში აღდგენა;
☛ განაცდურის ანაზღაურება;
Ultima Ratio პრინციპი;
☛ მტკიცების ტვირთის განაწილება.
ბმულები
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია