მენეჯმენტის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია
2016-12-08
1 დეკემბერს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა და მენეჯერული პოზიციის წარმომადგენელთათვის სერთიფიკატების გადაცემა და მენეჯმენტის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია.

სახელმძღვანელო შეიქმნა 2015 წელს განხორციელებული ხუთ ეტაპიანი ინტენსიური ტრეინინგის ფარგლებში, რომელსაც ISO სერთიფიკატის მფლობელი, გერმანიის მოხელეთა აკადემიის დირექტორი ბატონი ჰანს-იოახიმ რიგერი უძღვებოდა. ტრეინინგი გაიარა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებისა და მენეჯერული პოზიციის მქონე მონაწილეთა ჯგუფმა (12 მონაწილე).

მოსამართლეთა და სასამართლოს მენეჯერთათვის შექმნილ ტრეინინგს ანალოგი არ გააჩნია. თავისი შინაარსითა და მაღალი სტანდარტებით იგი წარმოადგენდა უნიკალურ შესაძლებლობას საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემისათვის.

ხუთ ეტაპიანი ინტენსიური სატრენინგო კურსი გამორჩეული იყო იმითაც, რომ დასაწყისიდანვე მონაწილეთა ჯგუფის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენდა, ტრენინგის დასრულების შემდგომ მათ მიერ შექმნილიყო მენეჯმენტის სახელმძღვანელო ქართულ ენაზე.

წარმოგიდგენთ სწორედ ამ სახელმძღვანელოს, რომელიც, შინაარსობრივ მხარესთან ერთად, ახალ სიტყვას წარმოადგენს მისი ფორმატის თვალსაზრისით.

სახელმძღვანელო შექმნილია პროგრამულ ფორმატში, რაც თითოეულ მკითხველს აძლევს შესაძლებლობას ისარგებლოს არა მხოლოდ ძიების უმარტივესი სისტემით და ცალკეულ საკითხებზე ვიდეო განმარტებებით, არამედ ასევე უნიკალურია ტექსტის ღიაობის თვალსაზრისით. თითოეული მკითხველს აქვს შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა სახელმძღვანელოს ტექსტის ფორმირებისა და სრულყოფის პროცესში.

სახელმძღვანელოს შექმნაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსს - უჩა თოდუას.

ტრეინინგის განხორციელება უზრუნველყოფილ იქნა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ვალერი ცერცვაძის ინიციატივით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით.
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია