განრიგი
სამოქალაქო ადმინისტრაციული სისხლი
იხილეთ სრულად
სასამართლო ტური
სასამართლო ტური სკოლის მოსწავლეებისთვის
2017-12-22
სასამართლო ტური, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ყურადღებისა და ინტერესის გაღვივებას, სასამართლო სისტემის მიმართ კვლავ დიდი ინტერესით გრძელდება . 21 დეკემბერს თბილისი სააპელაციო სასამართლოს კანდიდის სკოლის XIII, IX, X კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ. მოსწავლეებმა მოისმინეს საინტერესო პრეზენტაცია, მიიღეს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები, გაეცნენ სააპელაციო სასამართლოს სტრუქტურას. ხოლო ტურის ბოლოს, დაათვალიერეს სასამართლოს შენობა. სასამართლო ტურს თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტი თამარ ერგემლიძე უძღვებოდა.
ვრცლად
სასამართლო ტური მე-60 საჯარო სკოლის მოსწვალეებისთვის
2017-12-15
სასამართლო ტურის მიმართ მოსწავლეების ინეტერესი საგრძნობლად იზრდება. 14 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მე-60 საჯარო სკოლის IX-X-XI კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ. სასამართლო ტურს უძღვებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მრჩეველ-კონსულტანტი დარია ლეგაშვილი.
ვრცლად
სასამართლო ტური სკოლის მოსწავლეებისთვის
2017-12-08
7 დეკემბერს, ტრადიციისამებრ თბილისის სააპელაციო სასამართლოში, განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში ,,სასამართლო ტური’’ გაიმართა. სასამართლოს ამჯერად თბილისის 11-ე საჯარო სკოლის IX-XII კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ. სასამართლო ტურს უძღვებოდა თავჯდომარის ბიუროს კონსულტანტი თათია ქვრივიშვილი. მოსწავლეები გაეცნენ პრეზენტაციას, იმსჯელეს არასრულწლოვანთა უფლებების, სასამართლო ხელისუფლების დანიშნულების და მოსამართლის როლის შესახებ. ტურის დასრულების შემდეგ დაათვალიერეს სასამართლოს სხდომის დარბაზები და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები. შეგახსენებთ, სასამართლო ტურზე დარეგისტრირება შეუძლიათ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებსა და სამართლით დაინტერესებულ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს.
ვრცლად
განგრძობადი განათლება
კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები
2018-01-15
იუსტიციის უმაღლესი სკოლა აცხადებს მსურველთა მიღებას კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსზე: სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულება სწავლების ადგილი: სწავლება განხორციელდება იუსტიციის უმაღლესი სკოლის თბილისის ცენტრალურ ოფისსა (თბილისის ჯგუფი) და წყალტუბოს რეგიონულ სასწავლო ცენტრში (დასავლეთ საქართველოს ჯგუფი) სისხლის სამართლის მიმართულება სწავლების ადგილი: თბილისის ცენტრალური ოფისი რეგისტრაციის დაწყება: 15 იანვარი 2018 წ; რეგისტრაციის დასრულება: 3 თებერვალი 2018 წ; სწავლების დაწყება: 12 თებერვალი 2018 წ; დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა იუსტიციის უმაღლესი სკოლის ვებ-გვერდზე. დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციის გასავლელად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: www.hsoj.ge/geo/study_programs/courses/mosgamo ტელ: (+995 32) 238 11 61 მობ: (+995 599) 68 69 01 ელ-ფოსტა: info@hsoj.ge ვებ-გვერდი:www.hsoj.ge Facebook: www.facebook.com/hsoj.ge/
ვრცლად
კაზუსების ამოხსნის მეთოდიკა
2017-11-13
იუსტიციის უმაღლესი სკოლა აცხადებს მსურველთა მიღებას შემდეგ კურსზე: ✓ კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში კურსის ხანგრძლივობაა 36 საათი (მოიცავს შემაჯამებელ გამოცდას) ✓ კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა სისხლის სამართალში. კურსის ხანგრძლივობაა 21 საათი და 30 წუთი (მოიცავს შემაჯამებელ გამოცდას). რეგისტრაციის დაწყება: 13 ნოემბერი 2017 წ რეგისტრაციის დასრულება: 26 ნოემბერი. 2017 წ სწავლების დაწყება: 5 დეკემბერი 2017 წ. დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა იუსტიციის უმაღლესი სკოლის ვებ-გვერდზე. მონაწილეებთან დაკავშირება მოხდება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ტელ: (+995 32) 238 11 61 მობ: (+995 599) 68 69 01 ელ-ფოსტა:info@hsoj.ge ვებ-გვერდი: www.hsoj.ge Facebook: https://facebook.com/hsoj.ge/
ვრცლად
შრომის სამართლის კურსი
2017-11-01
იუსტიციის უმაღლესი სკოლა აცხადებს მსურველთა მიღებას შემდეგ კურსზე: „შრომის სამართლის საერთაშორისო სტანდარტები, ეროვნული კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა“. კურსის მიზანია, დაინტერსებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლება შრომით-სამართლებრივი ურთიერთობების სწორად დაგეგმვისა და წარმართვის სფეროში. რეგისტრაციის დაწყება: 1 ნოემბერი. 2017 წ რეგისტრაციის დასრულება: 20 ნოემბერი. 2017 წ სწავლების დაწყება: 27 ნოემბერი 2017 წ დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა იუსტიციის უმაღლესი სკოლის ვებ-გვერდზე. მონაწილეებთან დაკავშირება მოხდება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია! დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული. ტელ: (+995 32) 238 11 61 მობ: (+995 599) 68 69 01 ელ-ფოსტა: info@hsoj.ge ვებ-გვერდი: www.hsoj.ge www.facebook.com
ვრცლად
საინტერესო გადაწყვეტილებები
თბილისის სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის საჩივარი დააკმაყოფილა
2018-01-17
თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2018 წლის 17 იანვრის განჩინებით, დაკმაყოფილდა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის საჩივარი, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2018 წლის 15 იანვრის განჩინება და ბრალდებულ თ.ქ.-სთვის, შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება გირაო 30 000 ლარის ოდენობით, შეიცვალა აღკვეთი ღონისძიებით პატიმრობით. ბრალდებულ თ. ქ.-ს ბრალად ედება 13 იანვარს კლუბ “ბასიანში” დაცვის ორი წევრის დაჭრა და პოლიციის მუშაკის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, რომლის დროსაც პოლიციის თანამშრომელმა მიიღო ხელის ნაკვეთი ჭრილობა.
ვრცლად
წინასასამართლო სხდომის ეტაპზე აღკვეთის ღონისძიების საკითხის გასაჩივრების წესი
2018-01-08
,,წინასასამართლო სხდომის ეტაპზე საჩივრდება მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინება და განჩინება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, ხოლო აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილება არ საჩივრდება საგამოძიებო კოლეგიაში“. წარმოგიდგენთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებას №1გ/1487-17 (2017-12-28) . განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. საქმის მასალების მიხედვით, მ.ლ.-ს წარედგინა ბრალდება ოჯახში ძალადობის ფაქტზე ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებით ბრალდებულს გირაო შეეფარდა. ხოლო წინასასამართლო სხდომაზე გირაო შეიცვალა პატიმრობით, ვინაიდან ბრალდებულმა დადგენილ ვადაში არ უზრუნველყო გირაოს თანხის გადახდა. ამასთან, ბრალდებული მოთავსებულ იქნა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მიზნით. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა ბრალდებულის ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოში. დაცვის მხარემ მიიჩნია, რომ მ.ლ. არ უნდა იქნას გადაყვანილი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, ამასთან უნდა გაუქმდეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა. საგამოძიებო კოლეგიამ საჩივარი დაუშვებლად ცნო და განჩინებაში განმარტა, რომ წინასასამართლო სხდომის ეტაპზე აღკვეთის ღონისძიების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება საგამოძიებო კოლეგიაში. განჩინებაში არსებითად განხილულია შემდეგი თემები: ☛ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი; ☛ წინასასამართლო სხდომის ეტაპზე აღკვეთის ღონისძიების საკითხის გასაჩივრების წესი; ☛ სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება; ☛ ოჯახში ძალადობა.
ვრცლად
პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხის განხილვა წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელებისას
2017-12-28
,,წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელების საკითხის გადაწყვეტის შემდეგ, სასამართლო სავალდებულო წესით იხილავს ბრალდებულის მიმართ გამოყენებული პატიმრობის ძალაში დატოვების მიზანშეწონილობის საკითხს ... ამ შემთხვევაში, სასამართლო არ მსჯელობს მხარეთა მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობების დასაშვებობაზე. ის პირდაპირ აფასებს მხარეთა შუამდგომლობების დასაბუთებულობას იმ ჭრილში, შეიცავს თუ არა პატიმრობის შეცვლის მომთხოვნი მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია ისეთ ახალ, არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხებს ან წარმოდგენილია თუ არა ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს გამოყენებული პატიმრობის შეცვლის ან გაუქმების შესაძლებლობაზე.“ წარმოგიდგენთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებას №1გ/1483-17 (2017-12-28) . განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. საქმის მასალების მიხედვით, ვ. გ.-ს წარედგინა ბრალდება არასრულწლოვანი გერის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე. პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებით ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. საქმეზე დანიშნული წინასასამართლო სხდომის ვადა ორჯერ გაგრძელდა, ხოლო ბრალდებულის მიმართ პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხი კვლავ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული. აღნიშნული განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა ბრალდებულმა და ითხოვა მის მიმართ პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდება. ბრალდებულმა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება უკანონოდ მიიჩნია, ვინაიდან მის მიერ წარდგენილი ახალი დოკუმენტები სასამართლომ არსებითად ახალ გარემოებად არ მიიჩნია და არ იმსჯელა მათზე. აღნიშნულ ახალ გარემოებებს წარმოადგენდა მეზობლების დადებითი დახასიათება, ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნდა დაზარალებულს, ბრალდებული იყო სოციალურად დაუცველი და დაავადებული იყო C ჰეპატიტით. საგამოძიებო კოლეგიამ საჩივარი დაუშვებლად ცნო და განმარტა, რომ მართალია დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ახალი დოკუმენტები, რომლებიც არ განხილულა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის შერჩევისას, თუმცა, ეს დოკუმენტები არ ახდენდა გავლენას პატიმრობის ძალაში დატოვების მიზანშეწონილობაზე, არ ამცირებდა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის განმეორების საფრთხესა და რისკებს, რომელთა არსებობაც საფუძვლად დაედო ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას. შესაბამისად, პატიმრობის გაუქმების ან შეცვლის საკითხი მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული. განჩინებაში არსებითად განხილულია შემდეგი თემები: ☛ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი; ☛ წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელება; ☛ პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხის განხილვა; ☛ ოჯახში ძალადობა.
ვრცლად
პრეს რელიზები
თბილისის სააპელაციო სასამართლოში იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა.
2017-12-29
საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში, 2017 წლის 28 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების მონაწილეობით გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი სამოქალაქო სამართალში. პროექტი მიზნად ისახავს იმიტირებული სასამართლო პროცესების მეშვეობით მომავალი იურისტების პრაქტიკული უნარ–ჩვევების განვითარებასა და საზოგადოებაში სამართლებრივი ცოდნის გაღრმავებას.
ვრცლად
თბილისის სააპელაციო სასამართლო გილოცავთ შობა-ახალ წელს
2017-12-28
წიგნების გამოფენა–გაყიდვა
2017-12-22
ყოველი წიგნი ახალი სამყარო და ახალი ემოციაა. სწორედ ამიტომ 22 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ, წიგნების გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლა. წიგნების გამოფენა გაყიდვაზე, მნიშვნელოვანი ფასდაკლებით წარმოდგენილი იყო უამრავი საბავშვო და საყმაწვილო შემეცნებითი წიგნები,სახელმძღვანელოები და მხატვრული ლიტერატურა. თბილისის სააპელაციო სასამართლო მიზნად ისახავს თავის მოხელეებს, შეუმსუბუქოს დატვირთული რეჟიმი და შეუქმნას კომფორტული სამუშაო გარემო. ამ მიზნით, სასამართლო მომავალშიც გეგმავს მსგავსი ტიპის ღონისძიებებს სხვადასხვა გამომცემლობასთან.
ვრცლად
                
                
საქმეთა მართვის პროგრამა
საქართველოს უზენაესი სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო
აღსრულების ეროვნული ბიურო
უფასო იურიდიული დახმარების პორტალი
საქართველოს სასამართლოები
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
საჯარო ინფორმაციის პროგრამა
დიალოგის განვითარებისთვის
განმარტებითი იურიდიული ლექსიკონი
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა
საპროცესო ვადის გამოთვლა
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების საძიებო
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია